|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმ-აუტის აღების შესახებ"-გოგი წულაია

"დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ,(რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას). ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ "გავაბედნიერებ"- აცხადებს გოგი წულაია.

როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა,  მიზეზთა გამო გუშინ მოუხდა მსგავსი განცხადების გაკეთება, თუმცა დღეს თვლის, რომ ვალდებულია დაიცვას იმ 7%-ის ხმა, რომელმაც მას მხარი დაუჭირა.

"გუშინ ძალიან დათრგუნული ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ქუთაისი ოპოზიციის გარეშე არ შეიძლება.  არ შეიძლება სრული კომფორტი შევქმნათ მთავრობისთვის. მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე პოლიტიკაში. ვალდებული ვარ, დავიცვა იმ 7 პროცენტის ხმა, რომელმაც მხარი დამიჭირა", -განაცხადა გოგი წულაიამ. 

შეგახსენებთ, გუშინ არჩევნების შედეგების შეფასებისას გოგი წულაიას განაცხადა, რომ გარკვეული დროით პოლიტიკას ჩამოშორდებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა