|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისსა და იმერეთში ახალი ტურისტული ლოკაცია არ გახსნილა"-ლაშა ბერეკაშვილი

ქუთაისში პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც  ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ ვერ მოხვდა  საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი.  მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკუთხზე გაამახვილებდა ყურადღებას. 

 "არ ვიცი რა პროინციპით შეარჩიეს შეხვედრის მონაწილეები, ჩვენ არავინ შემოგვხმიანებია. პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას, თუკი ამის შესაძლებლობა მერქნებოდა: უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისსა და იმერეთში ახალი ტურისტული ლოკაცია არ გახსნილა.  დაპირებული იყვნენ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას, რაც საერთოდ შეცვლიდა ტურისტულ გეოგრაფიას ქალაქში და უფრო მეტ პოტენციალს შეძენდა ჩვენს რეგიონს და ქალაქს ამ მიმართულებით. ამაზე აღარაფერი ისმის და ამ შეკითხვასაც  დავსვამდი.  ასევე  ბაგრატი,   ჩვენთვის იგივეა, რაც რომისათვის კოლიზეუმი და იქ არსებულ ციტადელს და ნაშთებს მეტი ყურადღება ჭირდება", - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

  მისი თქმით, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ხელისუფლების ყურადღებას საჭიროებს. 

შეგახსენებთ, "ოქროს ჩარდახში" გამართულ შეხვედრაზე პრემიერი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ პრობლემებზე თამამად საუბრისაკენ მოუწოდა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა