|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„უწმინდესმა მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა"

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში  გურამ დოჩანაშვილის თხზულების "ბრმად ყოფილი და..." პრეზენტაცია შედგა. მწერალი უწმინდესს თხუზლების დაწერას ორ წელიწადში დაპირდა, თუმცა „ბრმად ყოფილი და..“ 7 წლის შემდეგ გამოიცა.

 მწერალი სამების ლავრაში ორი წელი ცხოვრობდა,  რათა რომანზე უკეთესად ემუშავა.
 პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა გურამ დოჩანაშვილის მიერ თხზულებაზე მუშაობის ერთი ეპიზოდიც გაიხსენეს: ,,ორი კვირა შევჩერდი, ვერ ვმუშაობდი, ღვთისმშობელი უნდა შემედარებინა რაღაცასო... ღვთისმშობელი ლამაზი, როგორც... და ვერ მოვიფიქრე, რაზე შემედარებინაო... ორი კვირა ვიფიქრე და გამახსენდა - ღვთისმშობელი ლამაზი, როგორც თვითონ....“

 დოჩანაშვილის ახალ ნაწარმოებს, ისევე როგორც "სამოსელ პირველს", საფუძვლად  უდევს ეპიზოდი  ბიბლიიდან.  თხზულებაში ავტორი  მოგვითხრობს ბრადყოფილზე, რომელსაც თვალი აეხილა.
„უწმინდესი სულ მარიგებდა და მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა. სასიხარულოა მკითხველებისგან ამგვარი სიყვარულის მიღება", - განაცხადა დოჩანაშვილმა.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა