"ვაბრუნებთ ქართველ მეცნიერებს, ვისაც სერიოზული მიღწევები აქვთ უცხოეთში"(VIDEO)
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც ქუთაისთან ახლოს უნდა განთავსდეს, უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მეცნიერები ასწავლიან, ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია "იმედთან " საუბარში განაცხადა.
"ბოლო 25 წლის განმავლობაში დავკარგეთ ათასობით ყველაზე მაგარი პროფესორი და მასწავლებელი, რასაც "ტვინების გადინება" ქვია. ვაბრუნებთ ქართველ მეცნიერებს, ვისაც ძალიან სერიოზული მიღწევები აქვთ უცხოეთში", -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ფონდი “ქართუს” პროექტის “ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი" თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
პროექტის დასრულება 2019 წელს იგეგმება. არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტი 60 ათასი სტუდენტის მიღებას შეძლებს.
მშენებლობა თბილისი -ქუთაისის ძველ და ახალ მაგისტრალებს შორის არსებულ სივრცეში, "რიონჰესის" დასახლების მახლობლად იწყება. ეს ადგილი ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული.
არქიტექტორის, ირაკლი შარაშიძის თქმით, იმ ნაწილში სადაც მშენებლობა იგეგმება, ცარიელი სივრცეა, გარს კი ბუნებრივად აკრევს ტყე, ერთ მხარეს კი რიონის არხი, აქვეა ტბა.
ავტორი: ნიუპრესი