|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაკანსიების კვირეულისათვის რეგისტრაცია იწყება

ვაკანსიების კვირეულისათვის რეგისტრაცია 14 სექტემბრიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

21 სექტემბრიდან სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ვაკანსიების კვირეულს მართავს. 22 სექტემბრიდან კვირეულის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ეძლევათ უშუალოდ გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებელებს კონკრეტულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.  კვირეული თბილისსა და თელავში ჩატარდება. "მონაწილეობის მისაღებად სამუშაოს მაძიებლები, პირველ რიგში, რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ დასაქმების პორტალზე www.worknet.gov.ge, ხოლო უშუალოდ ვაკანსიების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს - www.ssa.gov.ge -ს, შემდეგ კი სპეციალური ბანერის მეშვეობით დარეგისტრირდებიან ვაკანსიების კვირეულზე. რეგისტრაცია ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, პროგრამა სამუშაოს მაძიებლებისთვის გასცემს კვირეულზე დასასწრებ სარეგისტრაციო ბარათს. პირმა უნდა დაბეჭდოს ბარათი და მასზე მითითებული იქნება კონკრეტული პირისთვის გასაუბრებაზე მისვლის დრო და ადგილი. გასაუბრებაზე მისვლისას პირმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ბარათი, პირადობის მოწმობა, ასეევე CV-ის რამდენიმე ეგზემპლიარი. ყველა პირი კვირეულზე უნდა გამოცხადდეს მისთვის განკუთვნილ დროზე. ვაკანსიების კვირეულისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პორტალს - worknet.gov.ge-ს, უკვე აქვს 500-მდე ვაკანსია თბილისსა და კახეთში 60 კომპანიიდან", - ნათქვამია სამინჯისტროს მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.

 ვაკანსიების მოძიების პროცესი გრძელდება და უახლოესი კვირის განმავლობაში მას სავარაუდოდ  ახალი ვაკანსიები კიდევ უნდა დაემატოს. 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა