|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვალდებულებიც ხართ, რომ ქალაქში მიმდინარე პროცესებს თქვენ მართავდეთ"

ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებს, აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე ეხმიანება. მსახიობმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, თანამდებობის პირები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები. 

"მივმართავ ჩემი ქალაქის, ჭიათურის თანამდებობის პირებს (ნებისმიერს, ვისაც მიზერული პასუხისმგებლობა მაინც აქვს აღებული ჭიათურის და ჭიათურლების ყოფა- ცხოვრებაზე, რასაც თავისთავად გულისხმობს სიტყვა თანამდებობა) სასწრაფოდ, რამე მოიმოქმედეთ!! სულ არ გვაინტერესებს მტყუან-მართალი და ასე შემდეგ. მთავარია და ვალდებულებიც ხართ, რომ ქალაქში მიმდინარე პროცესებს თქვენ მართავდეთ ( პირიქით არა!) და ასე ბრმად არ გქონდეთ მიშვებული სადავეები იმის იმედად, თუ როდის გატყდებიან ეს ბიჭები და (ვეღარ გაქაჩავენ) .... განსაკუთრებით ჭიათურის პოლიციავ!!! ბოლომდე თავს ნუ მოიჭრით!"-წერს ჩაჩანიძემ. 

შეგახსენებთ, ჭიათურაში სამი ახალგაზრდა თხუთმეტი დღეა შიმშილობს. ისინი პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომას მოითხოვენ. 

 

ჭიათურაში მოშიმშილე ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო

ავტორი: ნიუპრესი