|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალერიან შიუკაშვილი საკონცერტო ტურნეს ქუთაისიდან იწყებს

ქუთაისში 19 აპრილს პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება, სადაც ახალი ალბომის "Pregnancy Music" პრეზენტაცია მოხდება.
 
კონცერტზე ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შესრულდება.
 
პროექტის წარმომადგენლების განცხადებით,  შემდეგი კონცერტი ბათუმში იქნება.  კონცერტები იგეგმება მესტიასა და ზუგდიდში. 
 
დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა  biletebi.ge-ზე და  თეატრის სალაროში შეუძლიათ.
კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია. 
 
კონცერტი მესხიშვილის თეატრში 19:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა