|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვან გეგას ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა

 ქუთაისელი გეგა სოფრომაძე აგვისტოში იაპონიაში გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ვან გეგა ფინალურ ეტაპზე საკუთარ ნამუშევარს წარადგენს. ის მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა. პირველი შემთხვევაა, როდესაც "ტოიოტას" კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა.
 
გეგა სოფორმაძე დედასთან ქრისტინე მესხთან ერთად მიემგზავრება. მგზავრობის ღირებულებას 3400 ევროს სრულად იაპონური მხარე ფარავს. 

"უკვე მოვამზადეთ საბუთები,  ავიხდენ ოცნებას და ვნახავ იაპონიის ციფრული ინოვაციების საწარმოს და რობოტარიუმს, სახვითი ხელოვნების მუზეუმს. ღვთის წყალობით, ვასახელებ საქართველოს და იქედან გაგახარებთ", -აცხადებს ვან გეგა.

ქუთაისელი 7 წლის ბიჭი უკვე მრავალი კონკურსის გამარჯვებულია. 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა