|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანი-ხონის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57,9 პროცენტი შეადგინა

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 20.00 საათის მონაცემებით, 57,9 % შეადგინა.

 ცესკოს ინფორმაციით, #54 საარჩევნო ოლქში 27 846 ამომრჩეველი მივიდა. 

ოლქში 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში 60 საარჩევნო უბანია.  ხმის მიცემის პროცესი ყველა უბანში 20.00 საათზე დასრულდა და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო.

  ცესკოს ინფორმაციით, ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიებში საერთო ჯამში 5 საჩივარი დარეგისტრირდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა