|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანი-ხონის არჩევნებზე შესული საჩივრების განხილვა დაიწყება

ვანი-ხონის არჩევნებზე საჩივრების განხილვას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს პერიოდში დაიწყებს. თუმცა ცესკოში განმარტავენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

სულ ვანსა და ხონში 6 საჩივარია შემოსული.  საჩივრები პროცედურული ხასიათისაა. 

საარჩევნო ადმინისტრაციას საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე 19 დღიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც  არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს პარლამენტი პირველივე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

 შეგახსენებთ, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით, გამარჯვება ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57,86 %-ით მოიპოვა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ  38.38%-ის მიღება შეძლო.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა