|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვანის, თერჯოლის, ბაღდათის საკრებულოების სხდომებს მოქალაქეები საერთოდ არ დასწრებიან"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"ინფორმაციით, ვანის, თერჯოლის, ბაღდათის საკრებულოების სხდომებს მოქალაქეები 2017 -2019 წლებში საერთოდ არ დასწრებიან, სხვა მუნიციპალიტეტებში დასწრება ფიქსირდება, თუმცა იშვიათად. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოქალაქეები ასევე არ იყენებენ პეტიციის გამოყენების უფლებას. 

 თუ რამდენად არის ჩართულები იმერეთის მცხოვრებლები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, ამის შესახებ კვლევა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მოამზადაა.  

კვლევის თანახმად, 2017 წლიდან 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, დასახლების საერთო კრებები ჩატარდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქუთაისის, ჭიათურის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა.

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში არის შექმნილი მერის სათათბირო ორგანო - მრჩეველთა საბჭო, თუმცა ქუთაისის გარდა, არცერთ მოქმედ საბჭოში არ არის დაცული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ.

მითითებულ პერიოდში საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრები არ გამართულა თერჯოლის, ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტებში.

მოსახლეობისათის ჯერჯერობით ანგარიში არ ჩაუბარებია ჭიათურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერებს.

 პეტიაცია არ არის რეგისტრირებული ქუთაისის, თერჯოლის, საჩხერის, წყალტუბოს, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, იმერეთის მასშტაბით სულ 4 პეტიცია მომზადდა, ჭიათურაში, სამტრედიაში, ვანსა და ხარაგაულში.

 ფოტო: ბაღდათის საკრებულო

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა