|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო პროცესი ყველა უბანში დილის რვა საათზე დაიწყო.

ოლქში 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ხონის № 50  საოლქო კომისიის თავმჯდომარის გიორგი გორდაძის განცხადებით, 29 უბანში ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო. მისივე თქმით, ამ დროისთვის რაიმე სახის შეფერხება არ ყოფილა. ხონის ოლქში 23 090 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ვანის ოლქშიც. საოლქო საარჩენო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, ოლქში ამ დროისთვის რაიმე შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. ვანის ოლქში 31 უბანია გახსნილი, ოლქში 25 033 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის.

"ქართული ოცნება" - გივი ჭიჭინაძე, "ევროპული საქართველო" - გიგი უგულავა, "ტრადიციონალისტები" - ამირან ქართველიშვილი, "პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი, "ახალი ქრისტიან დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე,  დამოუკიდებელი კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი. ასევე, საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი. 

 

ვანსა და ხონში შუალედური არჩევნების მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გიორგი ლილუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა