|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 3 საჩივარი დაიწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე 48.8% (23 485 ამომრჩეველი) შეადგინა.

ამ დროისათვის ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში 3 საჩივარი დაიწერა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის  ანა მიქელაძის  განცხადებით, ვანში, მე-13 საარჩევნო უბანზე და ხონში, მე-11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეგისტრატორების მიერ დაიწერა ახსნა-განმარტებები. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 3 საჩივარი. საჩივრები კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება. 



 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა