|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ვანში არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა იგეგმება.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრული რეაბილიტაციის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 სამუშოებს  იმერეთის გუბერნატორი გაეცნო.    გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ასევე, ადგილზე გაეცნენ სტიქიის შედეგად დანგრეული ტაბიძე–ბაგრატის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის დასრულებულ პროექტს. რეაბილიტაციის ფარგლებში რკინა-ბეტონის სამმალიანი კონსტრუქცია აიგო. ხიდი გათვალისწინებულია, როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო მიმოსვლისთვის და ის ქალაქ ვანის ორ ქუჩას (ტაბიძე-ბაგრატი) ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდის აღსადგენად 370 000 ლარი დაიხარჯა.

 ვანში  დღეს ასევე  სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

მხარეებმა სოფლის მეურნეობასთან, სპორტთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საკონსულტაციო საბჭოს სხდომის თემას წარმოადგენდა ასევე, 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები და ინფორმაციის მოსმენა ტენდერების შესახებ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა