|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში "ევროპული საქართველოს" კოორდინატორს მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს

ვანის მუნიციპალიტეტის  სოფელ მუქედში მცხოვრებ კორძაძეების ოჯახს სამი მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს.

ოჯახის ინფორმაციით, პირუტყვი ორი კვირის გადაყვანილი ჰყავდა  ფერმაში, რომლის სიახლოვეს სხვა ფერმებიცაა,  თუმცა მხოლოდ მათი მაკე საქონელი მოიპარეს. მათივე ინფორმაციით, პირუტყვი მდინარის პირას ჩაიყვანეს, დაკლეს, ხბოები იქვე დატოვეს და ძროხების ტრანსპორტიტება მოახდინეს.

ოჯახი ქურდობას მათ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ოჯახის ერთ-ერთი წევრი  „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორია და ფიქრობენ,  რომ ამ ფაქტით ისინი დააშინეს და დასაჯეს.

„სამი მაკე ძროხა მოგვპარეს, დაკლეს და წაიყვანეს.  ფერმის გვერდით სხვა ფერმებიცაა, თუმცა ფაქტი მხოლოდ ჩვენს ფერმაში მოხდა. ვთვლით, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ამ ფორმით დაგვსაჯეს“-განაცხადა გიზო კორძაძემ.

შემთხევავ რამდენიმე დღის წინ მოხდა, ოჯახმა პოლიციას მიმართა, თუმცა აცხადებენ, რომ ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულოსხმობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა