|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში მინის მწარმოებელი საწარმო აშენდება

სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ვანში თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის საწარმო შეიქმნება.

პროექტის მხარდასაჭერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ნიუ ჰაუსს“ ქალაქ ვანში მდებარე 8550 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.

ახალ საწარმოში 38 სამუშაო ადგილი შეიქმნება და ჯამში 440 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ინვესტორების  განცხადებით, ისინი აქცენტს ახალ ტექნოლოგიებზე გააკეთებენ, შედეგად  საწარმო უზრუნველყოფს კომპოზიტური არმატურის წარმოებას მინაბოჭკოვანი ქსოვილისა და ეპოქსიდური ფისის ურთიერთქმედების საფუძველზე.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 248 პროექტი, საიდანაც მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 567 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ასევე ახალ საწარმოებში დასაქმდება 11 000-ზე მეტი ადამიანი.

ავტორი: ნიუპრესი