|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაქცინაციამდე ქვეყანაში ერთიანი ელექტრონული ბაზა უნდა დაინერგოს - გიორგი ფხაკაძე

 გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინაციის დაწყებამდე აუცილებელია ქვეყანაში ერთიანი ელექტრონული სისტემა დაინერგოს, რათა მოხდეს ვაქცინაციის დროს ალერგიული რეაქციების, ან სხვა გვერდითი მოვლენების მაქსიმალურად თავიდან არიდება.

მისივე თქმით, ეს ვაქცინები არის საგანგებო ვითარებაში შექმნილი, ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და ყველა შესაძლო გართულების წინასწარ გათვალისწინება.

"საჭიროა მოხდეს  ელექტრონული ბაზის შემუშავება, სადაც იქნება ყველა პაციენტის მონაცემები, ისტორია ასახული. იყო საშუალება ამ ვაქცინის პროგრამის ფარგლებში ერთი ჩანაწერი გაკეთებულიყო - საქართველოში დანერგილიყო ელექტრონული ბარათი, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ყველა ევროპული ქვეყანაში ადამიანს აქვს ელექტრონული ბარათი", - აცხადებს ფხაკაძე.  

მისივე თქმით, ელექტრონული ბაზების უგულებელყოფა უმტკიცებს რწმებას, რომ ქვეყანაში სამედიცინო სფერო კორუფციული სქემებით იმართება. 

"ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ღრმა კორუფციული გარიგებები, რომელიც მოდიოდა შევარდნაძის პერიოდიდან, ისევ გრძელდება", - აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა