|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაქცინაციის დაჯავშნა, შესაძლოა, ცოცხალი რიგითაც მოხდეს

  „ფაიზერით“ აცრისთვის რეგისტრაცია უკვე დღეიდან  24 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.  მომავალში, ონლაინ ჯავშნის გარდა, ვაქცინაცია შესაძლოა, ცოცხალი რიგითაც დაიწყოს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აშშ-დან საჩუქრად მიღებული ნახევარი მილიონი დოზა მასობრივი იმუნიზაციის  უფრო ფართო მასშტაბით გაშლის საშუალებას იძლევა.

"თავისუფლად შეიძლება უკვე, რომ 250 ათასი ადამიანი აიცრას. „ფაიზერი“ კეთდება ორჯერ, 21 დღეში, 21-დან 28 დღემდე კეთდება მეორე ინექცია. 250 ათასი ადამიანი, პირველ ინექციაზე უკვე ხვალიდან შეიძლება ჩაეწეროს 20 დღის განმავლობაში, 21-ე დღეს დაიწყება მათთვის მეორე ინექციები. საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი სწრაფი ინტერვენცია, რომ ჩვენ შევაკავოთ ეპიდსიტუაციის ის მზარდი გაუარესება, რაც ქვეყანაში გვაქვს.

ახლა ეს ნახევარი დოზა ვაქცინა გადადის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საცავებში. „ფაიზერს“ სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, სჭირდება შენახვა -80 გრადუსზე. ის განაწილდება ხვალ ჩვენს დეპარტამენტში. მისი ვარგისიანობის ვადა არის ნოემბრის ბოლომდე, ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს ვაქცინა ნოემბრის ბოლომდე გამოვიყენოთ. მისთვის ერთხელ გალღობა შეიძლება -8 გრადუსიდან. პირობები ახლა შეიცვალა, თუ თავდაპირველად მხოლოდ 5 დღე გვქონდა მისი გამოყენების უფლება, ახლა 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გალღობის შემდეგ, ეს ვაქცინა 2-დან 8 გრადუსამდე, ანუ ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე შეინახოთ. დისტრიბუციისთვის ეს უფრო ადვილია. ჩვენ თუ პირველად აცრებს მარტო სამ ქალაქში, - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ვატარებდით, ახლა ეს იშლება უკვე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. დაახლოებით, 37 კლინიკით და 108 ბრიგადით ვიწყებთ და მერე თანდათან დაემატება.

მთავარია ხელმისაწვდომობა იყოს, რაც შეიძლება ფართო. გარდა ონლაინ ჯავშნისა, საშუალება ექნებათ, რომ დაჯავშნონ ტელეფონით, ანდა შემდგომში შეიძლება ცოცხალი რიგებით იყოს", -განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა