|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაქცინაციის გეგმას ზაფხულისათვის არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეის პაატა იმნაძის თქმით, აქვთ იმედი, რომ მარტში პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება.

მისივე თქმით, ზაფხულისათვის ვაქცინაციის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც.

,,ავტორიზაციას ამჟამად გადის კიდევ რამდენიმე ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მოგეხსენებათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მესამე დღეა წასულია. მათ შორის ინდოეთში პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ მწარმოებლებთან, რომლებიც ავტორიზირებულ ვაქცინებს აწარმოებენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არამხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა 160 000 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინას მიიღებს, განიხილება საკითხი, რომ ერთჯერადად აცრით მოხდეს ადამიანების მაქსიმალურად მოცვა.

,,თუ 160 000 დოზა იქნება “ასტრაზენეკას” ვაქცინა შესაძლებელია პირველ ეტაპზე ჩავატაროთ ერთჯერადი ვაქცინაცია მეტი ადამიანის მაქსიმალურად მოცვით. წამოვიდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ერთი დოზა საკმაოდ მაღალ დამცველობით ტიტრებს იძლევა და რაც მთავარია, ადამიანს შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდეს ან არ დამძიმდეს. ამიტომ, განიხილება საკითხი, რომ ერთჯერადად მოხდეს ადამიანების მაქსიმალურად მოცვა. ამასობაში, დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა ვაქცინებიც წამოეწევა, გაიზრდება ვაქცინების წარმოება ზაფხულში დავეწევით მაქსიმალურად და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვიცავთ, რომ შემოდგომაზე მოვრჩეთ ადამიანების 60%-ის აცრას“, - განაცხადა პაატა იმნაძენ პალიტრანიუსის ეთერში.

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი