|
  • EUR 1 = GEL 4.0147
  • USD 1 = GEL 3.3043
|

ვენაში ტერორისტული თავდასმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავსტრიის დედადაქალ ვენაში, სინაგოგასთან ახლოს თავდასხმა მოხდა.   დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ამასთან, ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ვენაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თავდამსხმელი ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, თავდამსხმელი კარგად იყო შეირაღებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი ქამარი, რომელიც მას ეკეთა, ყალბი იყო.

კარლ ნეჰამერი მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.

ვენაში გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

შეგახსენებთ, 2 ნოემბერს ავსტრიის დედადაქალ ვენაში, სინაგოგასთან ახლოს თავდასხმა მოხდა. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუცმა ფაქტს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

ავტორი: ნიუპრესი