|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი სტუდენტი ვენაში გაუჩინარდა

მისი მეგობრების ინფორმაციით, უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და მისი კვალი მას შემდეგ ქრება.

ანრი ლომიძეს ოთხი დღეა არც დედისთვის დაურეკავს, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ანრი ლომიძე ხარაგულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერთხვიჭალადანაა, წლების წინ ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და უკვე მეორე წელია, ანრი ვენაში ცხოვრობს.

მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმირებულია როგორც ავსტრიის პოლიცია, ასევე საქართველოს საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა