|
  • EUR 1 = GEL 3.2365
  • USD 1 = GEL 2.9279
|

"ვენდისის" ბურგერი მესხიშვილის თეატრის შენობაზე

სარესტორნო ქსელ "ვენსისის" ფოტომ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. კერძოდ, იმ ფოტომ, სადაც ბურგერი მეხსიშვილის შენობის თავზეა მოთავსებული.

ფოტოს სოციალურ ქსელში წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორი თამთა თურმანიძე ავრცელებს: "დიდი ბოდიში, მაგრამ ეს რა არის?"- წერს მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი.

გადაწყვეტილება ცუდ ქმედებად შეაფასეს სხვა მოქალაქეებმაც.

"ვაიმე რა არის ეს!!!!!!", "უხარისხოდ გაკეთებული მარაზმი",  "ეხლა სად არიან კულტურული მემკვიდრეობის ძელგთა დამცველნი???" - წერენ მოქალაქეები.  
მესხიშვილის თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მისი იერ-სახის შეცვლა არ შეიძლება. 

მსგავსი ფოტო წარწერით, "რამე გემრიელს ხომ არ შეჭამდი?" გაკეთებულია ფილარომონიაზეც. 

საზოგადეობის კრიტიკას "ვენდისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გამოეხმაურნენ,  როგორც "ნიუპრესთან"  განმარტავენ, მათი მიზანი, რომელიმე ძეგლის დაკნინება არაა.

"დიახ, კრეატიული სააგენტოს იდეა, რომელმაც ამ მარკეტინგილი კამპანიის შექმნა უზრუნველყო, მიზნად ისახავს კომუნიკაციას, რომ,  როცა გშია და რაიმე გემრიელის მირთმევა გსურს, ყველაფერი საკვებად გეჩნება. განსაკუთრებით შენთვის ძალიან ცნობილი და საყვარელი სივრცეები. შესაბამისად, ვიზუალურო კომუნიკაციის მიზანი მხოლოდ ესაა და არავითარ შემთხვევაში რომელიმე ძეგლის თუ ობიექტის დაკნინება, ასეთი ალეგორიებია ყველა ქალაქზე, სადაც ვენდის ამერიკული რესტორანი ფუნქციონირებს", - აცხადებენ "ვენდისში". 

 

  

 

ავტორი: ნიუპრესი