|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ"–გენადი მარგველაშვილი ქუთაისის მერის შესაძლო გადადგომის შესახებ

"ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ" - ამგვარად ეხმიანება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი მერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, მაჟორიტარი ამბობს, რომ ამ თემის შესახებ არ იცის, თუმცა არ უარყოფს, რომ ქუთაისში მეტი აქტივობაა საჭირო.

"მინდა, რომ  ქუთაისი იყოს მეტი დატვირთვის,  მეტი აქტივობის ქალაქი ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, რისთვისაც მაქსიმალურს ვაკეთებთ. ამის დასტურია მილენიუმის პროექტი, რომლითაც  სკოლების რეაბილიტაცია ტარდება, თუმცა მარტო ეს არაფერ ნიშნავს და ადამიანური რესურსია მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით"-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, თვითმმართველობაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება აღარ ხდება და მერს გუნდს მხარდაჭერა ჭირდება. 

"ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი ჩართვის გარეშე, ფაქტობრივად აღარ შეიძლება. მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებიც უნდა განხორციელდეს.  მე მინდა, მერიას და თვითმმართველობას მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ. შეიძლება ხელის თითები არ მეყოს იმ მიმართულებების ჩამოსათვლელად, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქუთაისისთვის. დაწყებული არის აუზის პროექტის  შექმნა, ასვეე ბიბლიოთეკის და ახალგაზრდობის სასახლის და რიონისპირა სახლების პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ყველაფერი ეს, ამ შემთხვევაში არის სიტყვები და აუცილებელია მეტი ქმედითიანობა. მაინც ვთვლი,  რომ დიდი დრო არ არის, რაც მოსულია,  ჩვენი მხარდაჭერაც ჭირდება,  რომ,  რაც შეიძლება მეტი პროექტი გავნახორციელოთ", -განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.  

არჩევნების შემდეგ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს ქუთაისის მერმა.  გიორგი ჭიღვარია რეორგანიზაციის ბრძანების გამოცემის შემდგომ შვებულებაში გავიდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა