ვეტერანებისთვის ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება
ვეტერანებისთვის ყოველთვიური დანამატი - 22 ლარი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერ - მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე. ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე.
ასე რომ, საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი