|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რიონისპირა სახლების პროექტი იდეის დონეზე დარჩება“ - მერაბ მეშველიანი

„ვფიქრობ, ეს მხოლოდ იდეაა“-ამგვარად აფასებს ქუთაისის  საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ მერაბ მეშევლიანი მერიის ინიციატივას რიონისპირა სახლების პროექტთან დაკავშირებით.

მეშველიანის თქმით, იდეა კარგია, მაგრამ ამ თვითმმართველობის პირობებში არარეალისტური.

„პირველი, ამ პროექტზე რამოდენიმე ვერსიაა, მაგრამ ეს არის ძველად დამუშავებული, მეორეც, კონკრეტული, თვისობრივი გაწერა არ მომხდარა, რა თანხაზე და რა პერიოდზეა საუბარი, არაა დაზუსტებული. იქ რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს და დეტალები მოსახლეობასთანაა შესათანხმებელი. კერძო საკუთრებაა, ასევე, შესაძლოა, სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ქონებაც იყოს, ამიტომ მოსახლეობასთან კონკრეტული შეხვედრა უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება და რაც მთავარია, აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა.

ამასთან, პროექტის ღირებულება, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული  მილიონი იქნება. თვითმართველობა, რომელიც მცირე პროექტების განხორციელებას ვერ ახერხებს, ვეჭვებობ, ეს ტვირთი საკუთარ ზურგზე აიღოს, ამიტომ ვფიქრობ, ეს პროექტი იდეის დონეზე დარჩება“,-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

საკრებულოს დეპუტატის თქმით,  პროექტი პოპულისტურია, ის მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებაზეა გათვლილი.

„ყველა ხელისუფლების პირობებში იყო საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, სირთულეების გამო ვერავინ შეძლო, მეეჭვება ამათაც შეძლონ დამუშავება და ბოლომდე მიყვანა. ეს მოსახლეობის  პოზიტიური დამოკიდებულების მოპოვებაზეა გათვლილი“-აცხადებს მეშველიანი.

მისი თქმით,  პროექტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო და საკრებულოში განხილვა არ მომხდარა.

შეგახსენებთ, მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა