|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვფიქრობ, მარცხის ღირსები არ ვიყავით"-კახა ჩხეტიანის ემოციები "დინამოსთან" დაპირისპირებაზე

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ერთმანეთს "დინამო თბილისი" და ქუთაისის "ტორპედო "დაუპირისპირდნენ. მატჩი "დინამო არენაზე" "დინამოს" სასარგებლოდ, ანგარიშით -2:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ემოციური ფოტოები გავრცელდა. დინამო-ტორპედოს მატჩში, ყველა პრობლემის გათვალისწინებით, სპეციალისტი განსაკუთრებით ემოციური იყო.

"ვფიქრობ, მარცხის ღირსები არ ვიყავით შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე. დინამოს თამაშს არ ვაკნინებ, მაგრამ მინიმუმ ფრეს ველოდით. ჩვენს ბიჭებს აქვთ ძალა, ეს პრობლემები ავიცილოთ. სამი ტურის დარჩა და ყველაფერს გავაკეთებთ. თუ რამე სასიკეთოდ შეიცვლება, ეს ხელს შეუწყობს ყველას მოტივაციისთვის", -განაცხადა კახა ჩხეტიანმა. 

ქუთაისის "ტორპედოს" 33 ტურის შემდეგ, 40 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.

 

setanta.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა