|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიბრძოლოთ თვითმმართველობის არჩევნებში თანაბარი რესურსებით"

"ვიბრძოლოთ თვითმმართველობის არჩევნებში თანაბარი რესურსებით, ნუ გამოიყენებთ ქალაქისა და სახელისუფლებო ბიუჯეტის რესურს!", - მიმართავს ქუთაისის თვითმმართველობას  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა ნარსია.

  ნარსია "ნიუპრესზე" გასულ მასალას - "სიკეთე ცუდად შემოგვიბრუნდა" - რა პრობლემებით მიმართავენ დეპუტატის ბიუროებს მოქალაქეები?  გამოეხმაურა. ის  ყურადღებას კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელის ალეკო ახალაძის განცხადებაზე ამახვილებს, სადაც საუბარია, რომ მერიამ ნარჩემაშვილის თხოვნით 200 ათასი ლარი გამოყო, რომლითაც მის სამაჟორიტარო უბანში ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს. 

 ნარსიას პროტესტის მიზეზი ხდება დეპუტატის ბიუროს ის განცხადებაც, რომ ნარჩემაშვილი მასთან დახმარებით თხოვნით მისულ ადამიანებს დასაქმებაში ეხმარება.

"იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ შექმნას სამუშაო ადგილები და დაასაქმოს ადამიანები, კობა ნარჩემაშვილის ახლობელი უნდა იყო, რომ  ქუთაისში დასაქმდე",-აცხადებს ნიკა ნარსია.

საკუთარ განცხადებას განმარტავს ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი. ალეკო ახალაძის განცხადებით, მერიამ გაითვალისწინა დეპუტატის მიერ მიწოდებული წინადადებები და ავტოქარხანაში დაიგეგმა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა, ეს არის მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხოლოდ მცირე ნაწილი. 

რაც შეეხება დასაქმების საკითხს,  ნარსიას განცხადების პასუხად ახალაძე აღნიშნავს: "ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობიდან"  გასაკვირი არაა".

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა