|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ არიან ქვიშხეთთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულები?

დღეს ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან - 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი - ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა, ხოლო ბან­ძე­ლა­ძის მე­უღ­ლე, 30 წლამ­დე ასა­კის ქალი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მცხეთის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ქუ­თა­ი­სი­და­ნაა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. ოჯახი  ქუთაისში ბრუნდებოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.

 

ავტორი: ნიუპრესი