|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ მიიღებს გაზრდილ პენსიას?

2021 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება 240 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

პრესსამსახურის ცნობით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, გათვალისწინებულია პენსიების მატება.   ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მილიონი ლარი (გაზრდილია 370 მილიონი ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.

პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა