ვინ შეძლებს 300-ლარიანი კომპენსაციის მიღებას? - განაცხადების მიღება დაიწყო
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან, 3 დეკემბრიდან იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დახმარების მიღებას შეძლებენ ის პირები, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.
რეგისტრირებული თვითდასაქმებულმა პირებმა თავად უნდა წარმადგინონ ელექტონულ განაცხადი, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
ელექტრონული განაცხადის წარდგენის ვადა 24 დეკემბრამდეა, თუმცა ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.
კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
იხილეთ ვრცლად: https://rs.ge/NewsArchive?newsId=107
ავტორი: ნიუპრესი