|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვირუსუს 2 261 ახალი შემთხვევიდან 173 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 238, იმერეთი - 173, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 123, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი -50, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476 საიდანაც: 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 339, იმერეთში - 569.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 906 პირი, მათ შორის, თბილისში - 439, აჭარაში - 59, იმერეთში -193.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 901 - თბილისში, 361- აჭარაში.

14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა