|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიზალიბერალიზაცია - დეოკუპაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი?

ვიზალიბერალიზაციის  საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლიას“  დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ეხმიანება. მისი შეფასებით, ამით  ქვეყანას დეოკუპაციისაკენ  ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მიეცა: „გარდა იმისა, რომ ევროპამ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის მოსახლეობის ცივილიზირებულ სივრცეში ინტეგრაციისთვის მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ასევე ეს ქვეყნის დეოკუპაციისკენ გადადგუმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია!

 სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა იზოლაციის  პირობებში გაცილებით გამო უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვენ დავტოვეთ. ვიზალიბერალიზაცია მათ მარტივ არჩევანს უწესებს, ან ბნელი რუსეთი, რომელთან თანაცხოვრების წლებმა ეს ხალხი უფრო დააბეჩავა, ან ერთიანი ქართული სახელმწიფო და ევროპული არჩევანი!

 ჩვენი,  აფხაზების,  და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლეობის მომავალი ერთიან საქართველოშია, ერთად უნდა ავაშენოთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, ამ პროცესის ხელშემწყობი ნაბიჯი ევროპის მხრიდან უკვე გადადგმულია, ჯერი ჩვენზეა!“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორი: ნიუპრესი