|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ვიზეარი“ მგზავრებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ შენგენის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს საქართველოდან და საქართველოში ოპერირებად ყველა ავიამიმართულებაზე.
„მგზავრებს, რომლებიც გეგმავენ თავიანთ შვებულებას ან შაბათ-კვირას საზღვარგარეთ, შეუძლიათ შეიძინონ ავიაბილეთები ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 9.99 ევროდან, 11 ავიამიმართულებიდან ნებისმიერზე, რომელსაც ავიაკომპანია „ვიზეარი“ ასრულებს საქართველოში.
ავიაკომპანია „ვიზეარი“ მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ უვიზო მიმოსვლის დანერგვა წინ გადადგმული კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის. თავის მხრივ, ავიაკომპანია ერთგული რჩება საქართველოს მიმართ და გამუდმებით ცდილობს მოგზაურობა თავისი მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. „ვიზეარის“ შაბათ-კვირის 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ავიაკომპანიის 11 მიმართულებაზე ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის ბუდაპეშტზე, ვარშავაზე, მილანზე, ვილნიუსზე, სალონიკსა და ბერლინზე“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, „ვიზეარის“ პირველი ავიარესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის სექტემბერში შესრულდა.
„4- წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად, 2016 წლის 23 სექტემბერს ქუთაისი გახდა ავიაკომპანიის 25-ე ბაზა, ერთი ბაზირებული ეარბას A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, რითაც ავიაკომპანიამ თავისი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებების ქსელი 8 ქვეყნის 11 ავიამიმართულებით გაზარდა. ბაზის დაარსება კომპანიის მხრიდან წარმოადგენს 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და 36 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას.

ამასთან, 2016 წელს ავიაკომპანია საქართველოში მოემსახურა 168 000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-იანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივი საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებასა და ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ფასდაკლება მოიცავს ავიაბილეთის ტარიფს, მოსაკრებელს და ყველა სავალდებულო გადასახადს, ასევე მცირე ზომის ხელბარგს. ფასდაკლება ძალაშია მხოლოდ ახალ ჯავშნებზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა