|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერებმა წარადგინეს. ქუთაისში მერობისთვის დავით გოგისვანიძე იბრძოლებს, რომელიც საკრებულოს დეპუტატია.

ავტოქარხანის საარჩევნო ოლქში - მერაბ მეშველიანის კანდიდატურა დასახელდა,
ავტომშენებელი - გიორგი ხუციშვილი
ვაკისუბანი -ნანა ქუმელაშვილი,
ძელქვიანი -ელისო დათუსანი,
გამარჯვების ოლქი - რევაზ გვამბერაძე
უქიმერიონი - ამირან ძოწენიძე
ქალაქ-მუზეუმი - დავით ჯანელიძე
საფიჩხია - ანდრო მაღლაკელიძე
კახიანოური - კახა ქორიძე
ნიკეა - კოტე რატიანი

პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ, ოთარ კახიძემ, აკაკი ბობოხიძემ და თბილისის მერობის კანდდატმა ელენე ხოშტარიამ ამომრჩევლებს თავიანთი გეგმა გააცნეს. მათი თქმით, მთავარია ქალაქმა დაიბრუნოს ფუნქცია.

„ერთ–ერთი, რის გამოც ყოფნა გვიხარია პარლამენტში, ეს არის ის, რომ პარლამენტი ქუთაისშია და უნდა დარჩეს ქუთაისში. ის ადამიანები, რომლებიც ხმის მიცემას გთხოვდნენ ხუთი წლის წინ, შევიდნენ კაბინეტებში და აცხადებენ, რომ ქუთაისში არ არის პარლამენტის ადგილი, რადგან მათ ეზარებათ წამოსვლა. ამიტომ ისინი წაბრძანდნენ სახლში, წამოწვნენ და როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, სხვებს მისცენ მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ავირჩიოთ ის ადამიანები, რომელთაც არ ეზარებათ მუშაობა. მთავრობა გპირდებოდათ გაზის განახევრებას, ახლა კი რეგიონებს გაუძვირა 11 თეთრით, თბილისსაც გაუძვირებს არჩევნების შემდეგ, ამიტომ უნდა არ უნდა მივცეთ მათ შანსი. ჩვენ გპირდებით, რომ ყველა პენსიონერისთვის გაიზრდება პენსია და ქუთაისი დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი