|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ"-გოგი წულაია ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელდება. როგორც გოგი წულაია "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"მიმდინარეობს განხილვა, 80%-ით, ალბათ, ვიქნები მერობის კანდიდატი, აგვისტოს ბოლოს გევცოდინება საბოლოო პასუხი. ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ და ჩავერთვები ამ ბრძოლაში", -განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, არჩევნებისთვის ბლოკში გაერთიანედებიან, თუმცა არა "პატრიოტთა ალიანსთან",  რადგან ისარჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღბას. წულაიას თქმით, "თავისუფალი საქართველო"  ამ დროისთვის  ნინო ბურჯანაძის პარტიათან აწარმოებს მოლაპარაკებას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა