|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

"კონცერტი ვულკანში"- ქუთაისში ეთნო ჯაზ კონცერტი გაიმართება

22 ნოემბერს ბალანძივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ეთნო ჯაზ კონცერტი "კონცერტი ვულკანში" გაიმართება. მასში პოლონური ჯგუფი მაციეი ფორტუნა სლოვიანსკი მონაწილეობს.

"კონცერტი ვულკანში" არის პოლონური ეთნიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც მუსიკოსებმა მღვიმეში 120 მეტრის სიღრმეზე გამართეს.  ეს იყო პირველი ჯაზ კონცერტი ვულკანის სიღრმეში. მუსიკალური საკრავების ჟღერადობას მღვიმის ხმოვანება უერთდება.

ჯგუფის წევრის მაციეი ფორტუნას თქმით, განსაკუთრებულია იმ ადგილის აუარა, სადაც შეასრულეს მუსიკა: "ჩვენ ვმოქმედებდით აქტიური ვულკანის  120 მეტრის სიღრმეზე, დედამიწაზე ერთადერთ ადგილას, სადაც ლავა ჩამოყალიბდა მღვიმეში, მდიდარი აკუსტიკური პირობებით".

ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს, ქალაქ პოზნანისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება

კონცერტი 17.00 საათზე დაიწყება. 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა