|
  • EUR 1 = GEL 3.4626
  • USD 1 = GEL 3.1172
|

"ვულოცავ "რიონის" თითოეულ თანამშრომელს 31 წლის იუბილეს" - ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტელეკომპანია "რიონს" 31 წლის იუბილეს ულოცავს.

"ტელეკომპანია "რიონი" 31 წლის განმავლობაში სირთულეების მიუხედავად, პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და ერთგულებით ემსახურება საკუთარ საქმეს და რეგიონისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ვულოცავ "რიონის" თითოეულ თანამშრომელს 31 წლის იუბილეს, გისურვებთ ასევე აქტიურად და ნაყოფიერად კიდევ ბევრი წელი იყოთ მედიასივრცეში და ყოველთვის გქონდეთ პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების საშუალება"-აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

პირველი ქართული დამოუკიდებელი ტელევიზია 1989 წლის 7 მაისს ბადრი კაპეტივაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა.

ავტორი: ნიუპრესი