წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იქნება "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი - გიორგი გახარია
წარმოდგენა არ მაქვს ვინ იქნება ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტების კითხვას „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით.
პრემიერი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.
"ჩემთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია, მაგალითად ეპიდემიოლოგიური ვითარება, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა"- განაცხადა პრემიერმა
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:08
11:18
11:17
11:11
















