|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭავჭავაძის გამზირს ჩვენ ვერ გავწმენდთ"-ააიპ „სპეციალური სერვისები“ [AUDIO]

თოვლისაგან გაუწმენდავი გზების გამო მოსახლოების მიერ გამოთქმულ შენიშვნას  ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ პასუხობენ.

ააიპის დირექტორის, გელა გაგუას განცხადებით, ცენტრალური ქუჩები სრულად გაიწმინდა და სამუშაოები გარეუბნებში გრძელდება.

„სამუშაოები არც შეწყვეტილა. პატრულთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, ცენტრალური ქუჩები სრულად გაიწმინდა. ახლა ოთხი ერთეული ტექნიკა გასულია მიმდებარე უბნებში. თუ ვინმეს პრობლემა აქვს გადაადგილების,  გვითხრას კონკრეტული ადგილი და გავალთ“,-განაცხადა გაგუამ.

მისი თქმით, ახალგაზრდობა-ჭავჭავაძის გამზირები, მათ დაქვემდებარებაში არ არის და ცენტრალური მაგისტრალის ნაწილი საავტომობილო გზების დეპატრამენტის წარმომადგენლებმა უნდა გაწმინდონ.

 

 

"ნიუპრესი" დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. უწყების განცხადებით, ქუთაისში, ჭავჭავაძის და ახალგაზრდობის გამზირი თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გამზირები დილით გაიწმინდა და ამჟამადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა