|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადამიანის უფლებები სამართალდარღვევებისა და ოჯახური ძალადობის მიმართულებით დაირღვა"

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დეკლარაციის საყოველთაოდ მიღების დღეა. დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთასისის ფილიალში წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ წარმოებული საადვოკატო საქმეები შეაჯამეს.

საიას ქუთაისის ოფისის თავმჯდომრის გიორგი სანტურიანის თქმით, ყველაზე მეტად ადამიანის უფლებების შელახვა სამართალდარღვევების და ოჯახური ძალადობის მიმართულებით დაფიქსირდა.

„შევეცადეთ აქ შეკრებილი საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია წლევანდელ შედეგებთან დაკავშირებით. ყველაზე მეტი საადვოკატო საქმე ჩვენ  სამართალდარღვევებისა და ოჯახური ძალადობის მიმართულებით გვქონდა“, -განაცხადა სანტურიანმა. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე