|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წელს განსხვავებული ნაძვის ხე გვექნება" - ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხეს რთავენ

 ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის განათება 21 დეკემბერს იგეგმება, საახალწლო განათებები კი უფრო ადრე ჩაირთვება.   ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ ირთვება.  წელს ნაძვის ხის არსებული კონსტრუქციის განსხვავებულად მორთვა იგეგმება. დიზაინერების განცხადებით, ქალაქს ახალ წელს ორიგინალურად მიულოცავენ.

ნაძვის ხის კონსტრუქცია უცვლელი რჩება, ახალ დიზაინზე კი ანა რევიშვილი, ანა ღულაძე და ნინო ჩხენკელი მუშაობენ.  მათ ნაძვის ხის სათამაშოები თავად დაამზადეს.

"წელს განსხვავებული ნაძვის ხე გვექნება, მსგავსი აქამდე არ გვქონია, ნაძვის ხის თემატიკას კი სიურპრიზად დავიტოვებთ"-აღნიშნა ანა რევიშვილმა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა