|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან და პოლონეთიდან შემოვიდა

2919 წელს ქუთაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან და პოლონეთიდან შემოვიდა. ამ ჩამონათვალში ლიდერობს ასევე გაერთიანებული სამეფო და საფრანდეთი. ვიზიტორების რაიდენობის მიხედვით რუსეთი მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. 

 ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი 2019 წელს წარმატებულ წლად მიიჩნებს.  ტურიზმის ცენტრში შემოსული ვიზიტორების რაოდებობის გათვალისწინებით, ლილუაშვილი აცხადებს, რომ ტენდეცია ოპტიმისტურია. 

"ჩვენ გვაქვს ჩვენი სტატისტიკა. ამ მონაცემების მიხედვით,  წლევანდელი წელი დაახლოებით 12 პროცენტამდე მატებით სრულდება.  ამ მონაცემებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წელი წარმატებული წელი იყო", -განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.

ქალაქში ყველაზე მეტი ვიზიტორი ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში შემოვიდა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა