|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს 1777 პირველკურსელი ჰყავს, აქედან 8 სტუდენტი 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. მათ საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერები გადასცეს.

ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკურსელებს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სხვა პირებმა მიულოცეს. წერეთლის უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. რექტორი სასწავლებლის სტუდენტებს წლის განმავლობაში სიახლეებს დაჰპირდა: “საკმაოდ კარგად შეივსო უნივერსიტეტეი. 150 კაცზე მეტი მობილობით გადმოვიდა. ველოდებით სტუდენტებს მაგიტრატურაში და დოქტორანტურაში. ჩვენს სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ისწავლონ. ასევე მათი სტუდენტური ცხოვრება იქნება უფრო მრავალფეეროვანი. მიმდინარე წელს უნივერსიტეტში შეიქმნება რამდენიმე ძვირადღირებული, თანამდეროვე სტანდარების ლაბორატორია“, - განაცხადა სასწავლებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

 

 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა