|
  • EUR 1 = GEL 3.546
  • USD 1 = GEL 3.2413
|

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ,,ჯორჯიან მანგანეზში" პასუხობენ

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელების პასუხად კომპანიაში  ,,ჯორჯიან მანგანეზი"  განმარტავენ, რომ მოსახლეობას რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს, როგორც კომპენსაციის, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის მადნეულის დაახლოებით 70 პროცენტის მოპოვება ვერ ხერხდება.

,,დაახლოებით ოთხი თვეა, მოსახლოებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ შევთავაზეთ კომპესაცია, ჭიათურაში საცხოვრებლით უზრუნველყოფა ან იმ სოფლებში სახლების შეძენა, სადაც მადნეული არ მოიპოვება. მათაც დაიქირავეს კერძო კომპანია შეფასებისთვის, თუმცა ამ დრომდე შედეგები ჩვენთვის ცნობილი არ არის" - განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა მერაბ ლომინაძემ.

რაც შეეხება სასამართლო დავას, რომელიც "ჯორჯიამ მანგანეზმა" წინა გაფიცვისას მიყენებული ზარალის გამო დაიწყო, კომპანიაში განმარტავენ, რომ პარასკევს მათივე ინიციატივით, კომპანიამ დავა შეწყვიტა, რამდენიმე დღეში კი საპროტესტო აქცია განახლდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი