|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში ახლადდაქორწინებულ გოგონებს საქორწინო კაბა საჩუქრად გადაეცემათ

 ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა - "მთა და ქორწინება". ღონისძიება ჭიათურის მუნიციაპილეტეტის მერიის და ორგანიზაცია "ქართული ბრენდი - მარიგოლდის" ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე ავრცელებს, რომლის თანახმად, ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწინო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს.  ღონისძიება ჭიათურის თეატრში გაგრძელდა, სადაც 3 ხანზამულ და 3 ახლადდაქორწინებულ პირს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 ქართული ბრენდის "მარიგოლდის" თავმჯდომარემ  თამარ ნადირაძემ და ჭიათურელმა ბიზნესმენმა ქალბატონმა ნანა ნოზაძემ ქველმოქმედების მიზნით, ჭიათურის რიტუარების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს. მათი გადაწყვეტილებით, იმ ოჯახების გოგონებს, ვინც 
მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტს, კაბები საჩუქრად გადაეცემათ. 

ღონისძიებას მუსიკალური ნომრებით კვარტეტი "ჭიათურა" აფორმებდა.

ავტორი: ნიუპრესი