|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში დაღუპული ქალის ოჯახი პასუხისმგებლობას "სასწრაფოს" აკისრებს

ჭიათურაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ნესტან მიხელიძის ოჯახი პასუხისმგებლობას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აკისრებს, მათი თქმით, პირველ გამოძახებაზე სასწრაფომ ავადმყოფი კლინიკაში არ გადაიყვანა, რის გამოც მდგომარეობა გართულდა და საავადმყოფოში დაგვიანებით შევიდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, პირველ გამოძახებაზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გადაყვანას არ საჭიროებდა და არც მოუთხოვია, მეორე გამოძახებაზე მდგომარეობა დამძიმებული იყო და გადაიყვანეს კლინიკაში.

სასწრაფოს ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვირუსით გარდაცვალება არ დასტურდება და მიმდინარეობს მიმდინაროებს მოკვლევა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი