ჭიათურაში კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
გარდაცვლილი მედიკოსი "ჯეო ჰოსპიტალსის" ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობდა.
ექიმი თვეების განმავლობაში თავად იბრძოდა კორონავირუსის წინააღმდეგ. კლინიკის დირექტორის დავით ბიწაძის ინფორმაციით, ექიმს კორონავირუსი ორი კვირის წინ აღმოაჩნდა.
გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი აღენიშნებოდა, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა