|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მუშის დაღუპვის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში დაღუპული 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია. ის დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა.

ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარის პაატა სამხარაძის ინფორმაციით, შემთხვევა მაღაროში მოხდა. მუშა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყვა. მისი თქმით, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო დარღვეული, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთოსა და კედელს შორის საკმარისი მანძილი არ იყო.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა