|
  • EUR 1 = GEL 3.4817
  • USD 1 = GEL 3.0633
|

ჭიათურაში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები მათ სოფელში კირ-ქვის მოსაპოვებლად კარიერის მოწყობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, მასალის მოპოვება მათ საფრთხეს უქმნის, გაიზრდება დაავადების რაოდენობა, შემცირდება მოსავალი და ამასთან, სოფელები საძოვრების გარეშე დარჩება.

ადგილობრივები მასალის მოპოვების შეჩერებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელ ჭალვანის მიმდებარედ ოცამდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2007 წელს გასხვისდა, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, თუმცა პროტესტის გამო შეჩერდა და წელს იგეგმება განახლება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 54.35%
უარყოფითად - 41.3%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.35%
სულ - 46 ხმა