ჭიათურაში, სოფელ ხალიფაურში ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანი გვიან ღამით ადგილობრივი ბიზნესმენის ოჯახში შეიჭრა.
ოჯახის წევრებს პირი აუკრეს და თანხას და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ.
შინაგან საქამეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხვაზე იმყოფებიან დაზარალებული ოჯახის წევრები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა